03:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 18:24:29, 3232 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიულ ვარიანტზე შეთანხმდნენ

„დღეს შედგა კონსენსუსი 20 პოლიტიკურ პარტიას შორის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტმა პროცესში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტში შეიტანეს მხოლოდ ის ცვლილებები, რომელსაც ყველა პარტია მხარს უჭერს.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორციელდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა, იმისთვის, რომ მივიდეთ თანხმობამდე, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტანთ მხოლოდ იმ ცვლილებებს, რასაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს.  მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები განსხვავდებიან თავიანთი შეხედულებებით ძალიან ბევრ საკითხზე. მინდა გაგახსენოთ, რომ ეს მიმდინარეობს გამალებული საარჩევნო კამპანიის დროს. და მაინც, გამომდინარე იმ სულისკვეთებიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ამ ძირითადი თემებიდან, დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანით, იმ საკითხით, რომელზეც დიდი ხანია ინფორმირებულია საზოგადოება, ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისევე პრეზიდენტის არჩევის წესი. ჩვენ ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა სრული შეთანხმება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics