05:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 22:00:56, 2337 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: პარკირების პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

„როგორც კი შევალთ მერიაში, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ხდება ქალაქში და თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში დააპარკინგონ ავტომანქანები,“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას პარკირების სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზენტაციაზე იურისტმა ირაკლი ხმალაძემ ის ადგილმდებარეობები დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკირების ადგილები მოეწყობა. კერძოდ, ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგური „მარჯანიშვილი“, პუშკინის მოედანი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, მეტროსადგური ისანი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი, თბილისის მერია, გულიას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღი. მისივე თქმით, ეს იქნება ჯამში 3000 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომები. პრეზენტაციისას, ასევე, აღნიშნა რომ სატრანპორტო პოლიტიკის პრიორიტეტული ნაწილი იქნება ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, სავალი ნაწილისა და გადასასვლელების უსაფრთხოება.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics