02:55 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 19:17:25, 2648 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაკალათია: მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი აბაშაში, ლევან მაკალათია პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

მაკალათია რეგიონში, მერობის დანარჩენ რვა კანდიდატთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში წარადგინა.

„იმედი მაქვს რომ, ჩემ აბაშელ მოსახლეობასთან ერთად, მათი მხარდაჭერითა და ჩემი დაუღალავი შრომით, ძალიან ბევრ მიზანს ერთად მივაღწევთ. მოსახლეობას ვპირდები, რომ ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას იმ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის წყალობით, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად განვახორციელებთ“, - განაცხადა აბაშის მერობის კანდიდატმა წარდგენის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ზუგდიდში სამეგრელო ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა. 
რაც შეეხება დანარჩენ რვა კანდიდატს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი; ფოთის - გოჩა კურდღელია; სენაკის - ლევან კუპრეიშვილი; მარტვილში ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია, ჩხოროწყუს კი დავით გოგუა იქნება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics