09:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:32:49, 2003 ნახვა

საზოგადოება
შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ მოაწერეს. 

შეთანხმების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მისცემს საშუალებას, ელექტრონული წვდომა ჰქონდეს ბაზაში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კი, ამ იურიდიულ პირთა მუდმივ მონიტორინგს, დარღვევების გამოვლენისას შემდგომ რეაგირებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებას უზრუნველყოფს.

პროცესში მონაცემთა გაცვლის სააგენტოც არის ჩართული. 

სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება  შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, უწყებათაშორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას ემსახურება. 
უწყებები ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია თანამშრომლობენ და ბაზაში ამ დროისთვის 23.165 სუბიექტია რეგისტრირებული. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics