07:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 09:27:40, 2403 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა, რომელიც გლობალურ გამოწვევებზე სტრატეგიული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბორის მინცის ინსტიტუტის და თელ-ავივის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდება  „მცირე გარდამავალი ეკონომიკები: ლოკალური პასუხები გლობალურ გამოწვევებზე" იყო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარება, მიმდინარე  და დაგეგმილი სამთავრობო რეფორმები და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული გადაწყვეტილებები გააცნო.

მოხსენებამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოხსენების შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, მონტენეგროს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ ლუკშიჩი, ბულგარეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი სიმეონ ჯანკოვი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია და სხვა საპატიო სტუმრები.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics