12:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 01:24:55, 2496 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთის ქალაქ დერმეში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახევ Sondakika-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მოკლული 51 წლის ანა საფარიანია. მას ქუჩაში, ცივი იარაღით 6 ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

მედიის ცნობით, შემთხვევა 10 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა.

საქართველო მოქალაქე ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც თურქული მედია წერს, მკვლელობის ფაქტზე თურქმა სამართალდამცველებმა 44 წლის მამაკაცი დააკავეს.

Sondakika-ი იტყობინება, რომ დაკავებული მესუთ ოზკანი დაკავების დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამასთან, ის გარდაცვლილს ახლოს იცნობდა და მკვლელობამდე მათ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics