01:53 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 09:57:04, 2238 ნახვა

პოლიტიკა
ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დღეს, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მერობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, ირაკლი კუჭავამ მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ კვლავ წარდგენისთვის, ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერად. სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. გვაქვს ზუსტი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე, გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

„ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძეიქნება;ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics