08:01 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 07:41:26, 2372 ნახვა

საზოგადოება
ლაშა მესხი: სააკაშვილი მედიას დაესხა თავს

მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ლაშა მესხი საქართველოს ექს პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. ლაშა მესიხს თქმით, სააკაშვილმა მედიაში დასაქმებულ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა და ეს პროგრესულმა პოლიტიკოსმა არ უნდა იკადროს:
„ჩემთვის, როგორც რიგითი ჟურნალისტისთვის და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ჟურნალისტის ჩაგვრა და მუშაობაში ხელის შეშლა. ის რაც რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლონეთში ჩაიდინა არის არასწორი. საჯაროდ უწოდო „აგენტები" მედიაში დასაქმებულ ადამიანებს, ეს არის შეურაცხყოფა და პროგრესულმა პოლიტიკოსმა არ უნდა იკადროს. 
მეტიც, მედიაზე თავდასხმის გამო, თავმოყვარე ლიდერმა ბოდიშიც კი უნდა მოიხადოს. 
შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ან „იმედის" სარედაქციო პოლიტიკა, ან მენეჯმენტის საქმიანობა არ იყოს მოსაწონი, მაგრამ კონკრეტული ჟურნალისტების საჯაროდ შეურაცხყოფა ამას ვერ ამართლებს. 
ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა გამოვიდა ადამიანებისთვის „აგენტების" იარლიყების აკვრის, საჯაროდ დამცირებისა და ჩაგვრის ეპოქიდან!"“,-ნათქვამია ლაშა მესხის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics