04:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 07:37:45, 2454 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ჩვენმა რეფორმამ 44 ადამიანი დაღუპვას, ხოლო 733 ადამიანი დაშავებას უკვე გადაარჩინა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „საგზაო მოზრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო რეფორმის  შედეგად, 2017 წლის 8 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 421 შემთხვევით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 10,7%-იან კლებას წარმოადგენს. 

„შედეგად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გვყავს 733 დაშავებულით ნაკლები, ანუ მინუს 12,9%-ია და 44-ით შემცირდა ავარიების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელებიც. იმ საკანონმდებლო რეფორმამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა და ჩვენ დავამტკიცეთ, შეიძლება ითქვას, რომ 44 ადამიანის სიცოცხლე  უკვე გადაარჩინა და 733 ადამიანი გადაარჩინა დაშავებას და ტრავმებს“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics