23:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 11:24:36, 2466 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები წარადგინა.

დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში - გიორგი ერბოწონაშვილი, გურჯაანში - არჩილ ხანდამაშვილი, ახმეტაში - იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში - ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში - როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში - გიორგი გოგილაშვილი, ხოლო თელავში - შოთა ნარეკლიშვილი.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა უკვე დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics