05:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 06:29:13, 2293 ნახვა

საზოგადოება
საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი საჯარო თვის ბოლოს გახდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა.

"გუშინ  საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პრემიერთან განვიხილეთ. ფაქტობრივად ვაზუსტებთ ბოლო ნიუანსებს. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდით, ჩვენ  თვის ბოლოს ვაპირებთ, რომ საჯაროდ  გამოვაქვეყნოთ ეს კანონი. ეს იქნება სწორი. ჩვენი აზრით, რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რომ ყველამ იხილოს, თუ რა არის ეს კანონპროექტი. მოგეხსენებათ მსგავსი ინფორმაცია საკანონლდებლო მაცნეზე კი ქვეყნდება ხოლმე, მაგრამ რეფორმის მასშტაბურობიდან და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ რეფორმის გარშემოა, გვსურს, რომ ყველა კითხვა, რაც არსებობს აქედანვე დავხუროთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოს გამოვაქვეყნოთ კანონპროექტი, მივიღოთ კომენტარები. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრების ერთი რაუნდი  ბიზნესასოციაციებთან, ბანკების ასოციაციებთან, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციებთან,  ანუ ასე ვთქვათ, კერძო სექტორთან  უკვე ჩატარებული გვაქვს. შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. ცოტა ხანში კი  რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა", -განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics