03:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 05:23:11, 2328 ნახვა

კომენტარი
ნინო ჯავახაძე: აგვისტოში ტურიზმის თვალსაზრისით უპრეცედენტო ზრდა გვაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძენ დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს.

,,საქართველოს მხოლოდ ერთ თვეში მილიონზე მეტი  საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.4%-ით მეტია. აქედან 573  ათასზე მეტი არის ტურისტი, ანუ  24 საათზე და მეტ ხანს ვინც დარჩა საქართველოში ,ზოგადად, უპრეცედენტო ზრდით გამოირჩევა არა მხოლოდ აგვისტო, არამედ მთლიანად ზაფხულის სეზონი,-‘’განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კერძოდ, 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს ესტუმრა 2.7 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი (ზრდა 28%), აქედან 24 საათი და მეტი დროით შემოვიდა 1.4 მლნ-ზე მეტი ტურისტი (ზრდა 32.7%),-‘’განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მთლიანად 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი - 2.4 მლნ. ადამიანი (ზრდა 29.4%).

ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები - აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოთ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%).

ნინო ჯავახაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა შემდგომშიც განაგრძობს ეკონომიკურ ზრდაზე  მიმართულ რეფორმებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დადებითი ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics