01:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-02 08:17:49, 2218 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ჩვენი ოცნებაა, შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში

“ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის  სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ძლიერება.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას  ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. 

„ქართული ოცნება ეს არის გუნდი რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას - პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელს მსოფლიოში - მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics