23:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 10:58:42, 2616 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია: ამერიკელ კონგესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დადებითად აფასებს და ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას, კონგრესმენ ჰაროლდ როჯერსის ხელმძღვანელობით, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

„ფინანსურ საკითხთა კომიტეტის წევრები მიესალმებიან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მათ გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად გააცნო.

საუბარი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებით ხორციელდება.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ გაკეთებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, აშშ-ის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

კონგრესმენებმა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს, საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის.

აშშ-ის კონგრესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები - ჰენრი კუელარი, ჯონ დუნკანი, ჯონ კარტერი, ჩარლზ ფლაიშმანი, სტივ ვუმაკი იმყოფებიან. შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics