|
2017-08-31 08:33:08, 2319 ნახვა
ეკონომიკა
წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა იქნება შესაძლებელი
საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო საგადახდო ბარათების კომპანიასთან, UnionPay International-თან (UPI), თავის ქსელში ბარათების მიღების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და პოს ტერმინალებში შესაძლებელი იქნება UPI-ის ბარათებით თანხის განაღდება და გადახდა. საქართველოს ბანკი ფლობს ქვეყანაში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელს, რომელიც მოიცავს 827 ბანკომატს, ხოლო ბანკის პოს ტერმინალების ქსელი 11,303 ტერმინალს ითვლის. საქართველოს ბანკი 1997 და 1998 წლებიდან შესაბამისად,Mastercard-ის და Visa-ს წევრი ორგანიზაციაა; ასევე, 2008 წლიდან American Express®-ის, ხოლო2011 წლიდანDiners Club International-ისა და Discover-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. „მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ბანკომატებისა და პოს ტერმინალების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელში ისარგებლოს UnionPay International-ის ბარათებით.შედეგად, საქართველოს ბანკი მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა საბანკო ბარათის მიღებას უზრუნველყოფს საქართველოში. ვფიქრობ, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში აღინიშნება ტურისტული ნაკადების საგრძნობი ზრდა და გადახდების მომსახურება კი ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია“, განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „გადახდების მომსახურების გაუმჯობესება და ამ მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ დაამატა კახა კიკნაველიძემ. UnionPay International-ი, China UnionPay-ს შვილობილია. UPI-ს პატნიორობა აქვს 1,000-ზე მეტ დაწესებულებასთან მსოფლიოში და მისი ბარათების მიღება ხდება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. UPI ემსახურება მსოფლიოში საბანკო ბარათების მფლობელ ყველაზე დიდ რიცხვს. (R)
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)