23:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-26 04:35:43, 2317 ნახვა

კომენტარი
იზორია: ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით, ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით. ლევან იზორიას განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics