22:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 13:17:11, 2778 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: ჩანაწერი პროვოკაციაა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას ისახავს მიზნად

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს პროვოკაციად მიიჩნევს. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე რეაგირება არაა საჭირო.  

"ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებებით, მათ შორის უკრაინული "ვიკილიქსიდან" განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მიგვიცია და არც ახლა მივცემთ გარკვეული ტიპის რეაგირებას", - განაცხადა აბაშიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. შს სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics