22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 14:55:01, 2385 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში შრომის გაკვეთილის დაბრუნებას ვაპირებთ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში შრომის გაკვეთილის დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, შრომის გაკვეთილებს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები ჩაატარებენ.  ჯეჯელავას თქმით, ასევე სურთ, შრომის გაკვეთილები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტიც გახდეს:

„თავიდან ამ სასწავლო წელს ეს იქნება პირველი მცდელობები, საპილოტე მცდელობები. გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ ყველა სკოლაში იყოს შრომის გაკვეთილი, სიტყვა შრომა ერქმევა თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვით ამას, თუმცა შინაარსობრივად ეს იქნება ხელით რაღაცების გაკეთება.  ვაპირებთ, ეს საქმე დავავალოთ პროფესიულ კოლეჯებს. გვინდა, რომ პროფესიული კოლეჯები იყვნენ ამ შრომის გაკვეთილის განმახორციელებლები, და ვფიქრობთ, ეს იქნება პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ასევე ვფიქრობთ, ბავშვებისთვის იქნება ძალიან სახალისო. ბევრ ჩვენგანს, ვისაც ჰქონია საშუალება, შრომის გაკვეთილი ჰქონოდა, საკმაოდ დადებითი ემოციები აკავშირებს. რაც მთავარია, უნდა იყოს მრავალფეროვანი, ანუ, ძალიან ბევრი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ ბავშვებს. რეგიონებში ვაპირებთ, რომ შევთავაზოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც მათ შორის, რომ ის უნარები განივითარონ, რომელიც გამოადგებათ, ასევე ვაპირებთ, შრომის გაკვეთილები გავხადოთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი და ვთქვათ, ოსტატმა, რომ ნახავს, რომ ბავშვს ძალიან კარგი ხელი აქვს და გამოსდის რაღაც ხელობა, მიიწვიოს თავისთან პროფესიულ კოლეჯში, რათა განათლება გააგრძელოს პროფესიულ კოლეჯში“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics