|
2017-08-02 11:08:39, 1854 ნახვა
საზოგადოება
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა. „იცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად და ჩემი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, წინა ხელისუფლებების დროს გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის 1 ჰა ტერიტორია ქალაქს სარეკრეაციო სივრცის სახით დავუბრუნეთ და დღეს მინდა, დიდი სიამაყით გამცნოთ, რომ დასრულდა მოლაპარაკება კიდევ ერთ კერძო მესაკუთრესთან 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობაზე. ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზე მეტი დაუბრუნდა და მე მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება. დიღმის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, დაუბრუნდეს თბილისს და თბილისელებს! გამოსყიდულ მიწის ნაკვეთებზე უახლოეს პერიოდში საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შესაბამისი ხელშეკრულების პირობები თბილისის საკრებულოს შესათანხმებლად წარედგინება. . (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)