|
2017-08-01 17:23:10, 2392 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს
თბილისის საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს დაემშვიდობნენ. მერიის ინფორმაციით, 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში მოქმედმა 40-მა ბაღმა 14 ათასამდე აღსაზრდელი მიიღო. სააღმზრდელო პროცესი, საზაფხულო ბაღების პრინციპიდან გამომდინარე, ნაკლებად იყო დატვირთული საგანმანათლებლო კომპონენტით და მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის გასართობ და სპორტულ აქტივობებს ეთმობოდა, ტარდებოდა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები. „საზაფხულო ბაღების პროექტი წელსაც წარმატებით განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ბაღის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ. სააღმზრდელო წლის დასრულება საზაფხულო ბაღებმა საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნეს და აღსაზრდელებს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ, ხოლო მათ, ვინც სექტემბერში სკოლაში მიდის, წარმატებები უსურვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)