17:45 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 10:11:49, 567 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – პოლკოვნიკი დორინ პურიჩე და დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია შეხვდა სასაზღვრო პოლიციის უფროსს ს/პ გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა 2016-2017 წლების თანამშრომლობის გეგმას, რომელიც საზღვრის დაცვის დარგში ურთიერთდახმარებას, ექსპეტების დონეზე ინფორმაციის გაცვლას, წრთვნისა და გადამზადების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების პროფესიონალიზმის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ხასიათის კურსებს, შეხვედრებსა და სემინარებს ითვალისწინებს. მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics