19:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 12:33:00, 2702 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე“, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პენსმა აღნიშნა, აშშ მზად არის კიდევ უფრო დაუახლოვდეს საქართველო და გაამყაროს ურთიერთობები.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედროებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ისინი მუდამ ამერიკელების გულში დარჩებიან.

„საქართველო იმყოფებოდა ხალხთა საპყრობილეში - საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი და საქართველომ ხელი გაუწოდა დასავლეთს და ევროპულ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა განხორციელდეს სტრატეგიული და უსაფრთხოების სიტუაციის კიდევ უფრო გამყარება. საქართველოს გახლავთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, უკვე ათწლეულებია რაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე უფრო მეტი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი გადაისროლა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. 31-მა საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე გასწირა. მათი ხსოვნა მუდამ ამერიკელების გულში დარჩება და ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics