|
2017-07-25 15:17:16, 890 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გამოცემის მიზანი არა მხოლოდ სამხედრო ტერმინების სისტემატიზება, არამედ ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში დამკვიდრებულ და ქართული სამხედრო ტერმინების სინქრონიზაცია იყო. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ინსტიტუციური განვითარების პროცესში განათლებას, კერძოდ, სამხედრო განათლებას უპირატესობა ენიჭება. ლევან იზორიამ პირველ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მომუშავე ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შრომატევადი საქმისთვის, რომელიც სამხედრო მეცნიერების განვითარების საფუძვლად იქცა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაციფრულებას უზრუნველყოფს და წიგნის ელექტრონულ ვერსიას უწყების ახალ ვებგვერდზე განათავსებს. პრეზენტაციაზე გამოცემის შინაარსობრივ მხარეზე აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, წიგნში განხილულია სამხედრო დარგის პროცესების სტრუქტურული და სისტემური კატეგორიები, სამხედრო სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის ტერმინები, სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები და დარგისათვის დამახასიათებელი სხვა სპეციფიკური ტერმინები და განმარტებები. სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ. სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადებაში წვლილი თავდაცვის უწყების, ასევე ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეიტანეს. „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) საგრანტო პროექტი. (NS)
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)