14:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 14:07:54, 2452 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულტან ალ ნაჰაიანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის პოტენციალზე. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით არსებულ შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რაც ინვესტიციების ხელშეწყობას, ურთიერთდაცვის შეთანხმებას, ასევე დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ისახავს მიზნად.

მხარეებს ასევე ისაუბრეს განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში როლანდ ბერიძე დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics