|
2017-07-16 11:21:34, 2168 ნახვა
საზოგადოება
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს
დღეს, 12:30 საათზე, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ ევროპარლამენტარისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის რებეკა ჰარმსის პრეს-კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოჯახის წევრები, არასამთავრობო სექტორი, ჩაბუქის კოლეგები, თემაზე მომუშავე ადვოკატები და ჟურნალისტები დაესწრებიან. „მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მოქალაქეა, რომელსაც გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით, თურქეთში ექსტრადაცია ემუქრება. აღნიშნული პიროვნება მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე მისი და მისი ოჯახის მოთხოვნა თავშესაფრის შესახებ უარყოფილია საქართველოს მთავრობის მიერ. მე ინტერესით ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ეს თემა იქნება.“- ნათქვამია რებეკა ჰარმსის ოფიციალურ წერილში. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის წევრი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში 12 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდება. იგი ბათუმის მე-14 საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობას იღებდა. დღეს იგი ასევე შეხვდება ლეილა მუსტაფაევას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, და ჟურნალისტებს. ევროპარლამენტარის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება მუსტაფა ემრე ჩაბუქის შესაძლო ექსტრადირება თურქეთში. თემის პარარელურად მისი ვიზიტის განმავლობაში განხილული იქნება ისეთი ახლო საკითხები როგორიცაა: უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, მედია თავისუფლება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი რებეკა გეგმავს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მონახულებას საპატიმროში. ევროპარლამენტარი ასევე შეხვდება თუბა ჩაბუქს. დაგეგმილი ღონისძიების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი თბილისს დატოვებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)