14:16 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 19:49:31, 2834 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირმა ჭკადუა: ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, მას დამშვიდება სჭირდება

კორუფციის ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

ე.წ. მოდულის შენობა ირმა ჭკადუამ ცოტა ხნის წინ დატოვა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მერიის ყოფილი თანამშრომელი თავს ფსიქოლოგიურად ცუდად გრძნობს და დამშვიდება სჭირდება. შეკითხვაზე - აღიარებს თუ არა აბესაძე ბრალს, ჭკადუას პასუხი ჯერჯერობით არ აქვს.

"დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ დიდი ხანი ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა დღეს დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics