03:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 15:43:22, 1939 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერების კონსულტირება გრძელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერების კონსულტირება გრძელდება. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სოფლების მაცხოვრებლებს მევენახეობის, მეკარტოფილეობის, მცენარეთა დაცვისა და მეცხოველეობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის სოფლების მაცხოვრებლების ფერმერული მეურნეობები და ნაკვეთები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი “მობილური ექსტენცია” უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 

2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16, კახეთის - 22, იმერეთის- 15, სამცხე-ჯავახეთის -22 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics