02:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 12:15:01, 2914 ნახვა

მსოფლიო
ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში არ შეუშვა

ავსტრიამ თურქეთის ეკონომიკის მინისტრს ნიჰატ ზეიბეკის ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მინისტრი ავსტრიაში დაგეგმილ თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აპირებდა დასწრებას.

როგორც მედია წერს, ქვეყნის საგარეო უწყებამ თურქეთის მინისტრის არ შეშვების მიზეზები უკვე განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ჩასვლა საზოგადეობრივი წესრიგისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა.

ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ავსტრიამდე თურქეთის ვიცე-პრემიერს ქვეყანაში ჩასვლაზე უარი უთხრა ჰოლანდიის მთავრობამ. მანამდე კი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიფ ერდოღანს გერმანიაში თურქ ხალხთან სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics