09:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 15:19:35, 2416 ნახვა

პოლიტიკა
უდუმაშვილი ხელისუფლებას: ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები მხოლოდ შირმაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნენ.

როგორც პარტიის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან რუსული ბანერი ცენტრალურ ავტობანთან 450 მეტრში მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს.

 „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხშირდება მაშინ, როცა  პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ახლოვდება. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics