23:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:28:14, 2189 ნახვა

საზოგადოება
„ზედაზენმა“ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებს უმასპინძლა

4 ივლისს, საგურამოში, კომპანია „ზედაზენის“ ოფისში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება გაიმართა.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელი შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა 30 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ლიტვის დედაქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებით იასპარეზა და სამივე სინჯის 6 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ - მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ) და სოფიო სომხიშვილი (+70კგ), ვერცხლის მედალი მოიპოვა მიხეილ ბექაურმა (-90კგ), ხოლო ბრინჯაო ლევან ჭელიძემ (+90კგ).

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები გუნდური გათამაშების ჩემპიონიც გახდა - ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალური დაპირისპირება უნგრეთის ნაკრეს 4:1 მოუგეს. ამრიგად, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

“ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია!

ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას!

 

®





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics