20:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 14:21:35, 1858 ნახვა

საზოგადოება
ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის დაზიანების ადგილი დაათვალიერა

თბილისის მერის მოადგილემ, ლაშა აბაშიძემ პეკინის ქუჩაზე სამუშაოების წარმოებისას   წყალსადენის მაგისტრალური ქსელის  დაზიანების ადგილი საბურთალოს რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან  ერთად დაათვალიერა  და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ქსელის აღდგენასთან დაკავშირებით ოპერატიული  დავალებები მისცა.

მისი თქმით, პრობლემების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთს წყალმომარაგება უახლოეს 12 საათში აღუდგება.

„პეკინის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო  სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაზიანდა წყალმომარაგების მილი. მილის დაბზარვამ და გასკდომამ გამოიწვია წყლის გამოსვლა, რომლის შემდეგად დაიტბორა მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი. დაზიანებული მილი  და პეკინის ქუჩის წყალმომარაგება არაუმეტეს 12 საათში აღდგება. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. რაც შეეხება დაზიანებულ მაღაზიებს,ჩვენსრულად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მიყენებული ზიანი მაღაზიების მეპატრონეებს სრულად აუნაზღურდეთ,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

საბურთალოს ქუჩის და პეკინის გამზირის კვეთაზე,  პეკინის გამზირის რეაბილიტაციის 

ფარგლებში, სანიაღვრე სისტემაზე სამუშაოების წარმოებისას, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალსადენის 400 მმ-იანი მაგისტრალური  ქსელი დაზიანდა.

შედეგად მიმდებარედ არსებული 3 მაღაზიის სარდაფი დაიტბორა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან სწრაფი რეაგირება მოხდა, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი  სამუშაოები 

უკვე დაწყებულია.

პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics