02:38 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:02:47, 932 ნახვა

რეგიონი
მთავრობა ბახმაროს განვითარების გეგმას ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ბახმაროს განვითარების გეგმას, რომლითაც ის ოთხი სეზონის კურორტად გადაიქცევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა:

 “ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომელიც მინდა, გამცნოთ, არის ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობისთვის დოკუმენტაციის დამტკიცების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ბახმაროს ქალაქგეგმარებითი გეგმა გამოდის მთავრობაზე, რომელიც ამ უნიკალურ კურორტს, სადაც ჰარმონიულად შერწყმის ერთმანეთს ზღვისა და მთის ჰავა, სადაც არის მართლაც ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტი ოთხი სეზონის კურორტად გადააქცევს. ასევე ამ კურორტის კანონზომიერ განვითარებას განსაზღვრავს ყველა იმ კომპონენტით, რომელიც უნდა გააჩნდეს თანამედროვე კურორტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბახმარო აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულში დასასვენებელი კურორტი, არამედ 12 თვის განმავლობაში იქ იქნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ეს კურორტი იქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics