00:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 17:19:33, 816 ნახვა

რეგიონი
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

მეზღვაურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სხვა ოფიციალური პირები შეუერთდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  მთავრობის წარმოამდგენლებმა მე-10 ნავმისადგომზე შეკრებილ მოქმედ თუ ვეტერან მეზღვაურებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს.

,,მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა მეზღვაურს. მეზღვაურებთან ერთად ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც საზღვაო სფეროს განვითარებას ემსახურება. მეზღვაურობა მთელს მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა. იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ამავდროულად რთული საქმიანობაა. მეზღვაურის პროფესია მოითხოვს გამძლეობას, სიმამაცეს, სიმტკიცეს და დიდ ნებისყოფას. მიხარია, რომ ქართველ მეზღვაურთა უმრავლესობა სწორედ აჭარის მკვიდრია. მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდები კი ბათუმისთვის დამახასიათებელი კოლორიტია"-აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად  დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის 9 ქართველ მეზღვაურს მამა ილია კარტოზიას ჯილდო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს.

გარდაცვლილი მეზღვაურების საპატივსაცემად კი ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

დღეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მეზღვაურებს, რომელთაც მსოფლიოში წარმოებული ტვირთის 90% ზღვით გადააქვთ.

აღსანიშნავია, რომ მეზღვაურები პირდაპირ არიან ჩართულნი პროცესში, რომელიც არა მხოლოდ სანაოსნო ბიზნესს ამოძრავებს, არამედ გარანტიაა, რომ მსოფლიო ეკონომიკა განაგრძობს ზრდას და განვითარებას.

საქართველო, როგორც მსოფლიო ეკონომიკისათვის მეზღვაურთა სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყანა, 10,000-მდე მეზღვაურის სამშობლოა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა სახელმწიფოების დროშით მცურავ ასობით გემზეა არიან დასაქმებულნი. მათ უდიდესი როლი შეაქვთ როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics