15:55 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 19:03:01, 2055 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა

თბილისში  ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგის და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ გახსნეს.

მონუმენტი ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე განახლებულ სკვერში დაიდგა. 

ვაცლავ ჰაველის ძეგლის გახსნის  ცერემონიალს  საქართველოს მთავრობის წევრები,  პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტომაშ პერნიცკი, კონსული საბინა ცინგროშოვა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და  ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის შესაქმნელად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა.

ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი, დრამატურგი, ესეისტი და დისიდენტი იყო. პრეზიდენტ ჰაველის მმართველობის 13 წლის განმავლობაში ქვეყანამ რადიკალური ცვლილებები განიცადა.

მათ შორისაა ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

(NS)   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics