|
2015-01-14 15:05:27, 2845 ნახვა
ეკონომიკა
Beeline მომხმარებლებს 4G ინტერნეტს შესთავაზებს
კომპანია Beeline მომხმარებლებს მეოთხე თაობის (4G) ინტერნეტს შესთავაზებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა და ბილაინის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც გიორგი ტყეშელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მეოთხე თაობის ინტერნეტ მომსახურების დასანერგად ლიცენზიის გასაცემ აუქციონში ბილაინმა გაიმარჯვა. 4G ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო ლიცენზია კი, ბილაინს 50.7 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. „ჩვენი კომპანია ემზადება ახალი ტექნოლოგიის დასანერგად, ეს არის მე–4 თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ძალიან მაღალი სიჩქარეების შეთავაზებას აბონენტებისთვის. ეს არის უსადენო ტექნოლოგია, მობილური ინტერნეტის ტექნოლოგია. მსოფლიო ვითარდება და მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე შეუერთდება იმ პროგრესული ქვეყნების რიცხვს, სადაც ეს უკვე დანერგილია“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა. რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიის დანერგვის თარიღს, ტყეშელაშვილის თქმით, ეს მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „როგორც ვიცი, თვის ბოლოს მარეგულირებელ კომისიაში იქნება სხდომა და იქ გადაწყდება მე–4 თაობის ინტერნეტის გაშვების კონკრეტული თარიღი. ვთვლი, რომ ეს წესით მალე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა. ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს ამ ეტაპზე მე–4 თაობის ოპერატორი მობილურ კავშირში არ არსებობს და ბილაინი იქნება პირველი, რომელიც მთელ საქართველოს ამ სევისს შესთავაზებს. მე–3 თაობისგან განსხვავებით, მე–4 თაობის იტერნეტი 7 ჯერ უფრო სწრაფი იქნება. გარდა ამისა, ბილაინმა დამატებითი ვალდებულებები აიღო, რომ მის ინტერესებში შემავალი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისა და ტერიტორიული ერთეულების გარდა, მეოთხე თაობის ინტერნეტი საქართველოს იმ დასახლებულ პუნქტებში დაინერგოს, სადაც უახლესი საყოველთაო აღწერის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 5000–ზე ნაკლებია. ანუ 2016 წლის 1 თებერვლისთვის, კომპანია 4G ინტერნეტით მოსახლეობის 30%–ს დაფარავს, 2017 წლის 1 თებერვლამდე 50%–ს, 2018 წლის 1 თებერვლამდე 70%–ს, 2020 წლის 1 თებერვლამდე 90%–ს. ტყეშელაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ მოხმარებელს ბილაინის 4G ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეს, საჭიროა მე–4 თაობის ტელეფონი და სიმ–ბარათის გამოცვლა. „ჩვენ უკვე ვყიდით მე–4 თაობის ტელეფონებს. ძალიან მალე დავიწყებთ მე–4 თაობის მოდერნებისა და WI FI როუტერების გაყიდვას“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა. რაც შეეხება ფასებს, ბილაინის დირექტორის განცხადებით, ის ნებისმიერი მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი. „მე–4 თაობის ინტერდნეტზე ფასი ძალიან ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ჩვენი ამოცანაა, ეს იყოს ხელმისაწვდომი არა რამოდენიმე ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის“, – განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)