|
2017-06-21 14:53:21, 2504 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ და „კარფური“ საქართველოს ბაზარზე წარმატებული პარტნიორები გახდნენ
“Majid Al Futtaim Retail”-ი, „Majid Al Futtaim“-ის საცალო ვაჭრობის დანაყოფი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ლიდერია და „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომერციული უძრავი ქონების კომპანია „მპ დეველოპმენტი“, პარტნიორები გახდნენ. როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, „კარფურთან“ თანამშრომლობა სოლიდურ ინვესტიციებს მოიტანს. „ჩვენთვის ძალიან ღირებულია „კარფურთან“ ასეთი მჭიდრო და ორივე მხარისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პარტნიორობა. ეს თანამშრომლობა შედეგად მოიტანს სოლიდურ ინვესტიციებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას და ასობით ახალ სამუშაო ადგილს. მხოლოდ ბათუმის სავაჭრო ცენტრში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნება, საერთო ჯამში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“,-განაცხადა ფხაკაძემ. ამასთან, საქართველოსა და სოხეთში „კარფურის“ გენერალური მენეჯერის ფილიპ პეგილანის განცხადებით, „ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობა შედეგად მოიტანს „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელის შედგომ განვითარებას. „ჩვენ მივესალმებით „კარფურისა“ და „ვისოლ ჯგუფს“ შორის წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ჩვენი სურვილია „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად საქართველოში რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება. ეს პარტნიორობა შედეგად მოიტანს „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელის შემდგომ განვითარებას, დამატებით ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს“,-განაცხადა პეგილანმა. ივლისის ბოლოს, ბათუმში, ცენტრალურ ქუჩაზე „მპ დეველოპმენტის“ მორიგი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, სადაც „კარფურის“ სუპერმარკეტი იქნება წარმოდგენილი. კარფურის ახალი სუპერმარკეტი მომხმარებელს შესთავაზებს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციის საყოფაცხოვრებო საქონლის 15 ათასამდე სახეობას და ამავდროულად 150 ადამიანს დაასაქმებს. „კარფურის“ გარდა, სავაჭრო ცენტრში „ვენდისა და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნება, საქართველოს ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია. „კარფურთან“ ერთად „მპ დეველოპმენტის“ ეს უკვე რიგით მე-2 სავაჭრო ცენტრია და ერთობლივი პროექტის ფარგლებში სავაჭრო ცენტრების განვითარება კვლავ გაგრძელდება. „მპ დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში კარფურის პირველი სუპერმარკეტი გლდანში, 2017 წლის მაისში გაიხსნა, ხოლო ზაფხულის ბოლომდე „კარფური“ „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „სმარტის“ დიდი ფორმატის კიდევ ორ სუპერმარკეტს შეისყიდის. „სმარტი“ საკუთარი ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ, კი პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტები პირველი დღიდანვე მომგებიანია და „ვისოლ ჯგუფისთვის“ ამ ბიზნესის ამ ფორმატში განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „კარფური“ ქართულ ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით თბილისი მოლში, ხოლო დღეისთვის თბილისში „კარფური“ უკვე ორი ჰიპერმარკეტითა და 6 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი, სადაც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და ყოველდღიურად შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის. „ვისოლ ჯგუფთან“ წარმატებული პარტნიორობის შედეგად სულ მალე ბათუმში კარფურის პირველი სუპერმარკეტი გაიხსნება, რასაც მოყვება კიდევ 2 სუპერმარკეტის გახსნა, თბილისში, კერძოდ ვაკესა და ვაზისუბანში. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნით, ახალი შესაძლებლობები და ახალი სამუშაო ადგილები იქმნება ქართველი ხალხისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)