|
2017-06-20 13:45:42, 2063 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზა“ „ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისში, „ევროპის რკინიგზებისა და ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანების“ (CER) ყოველწლიური შეხვედრა იმართება. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს CER-ი წელიწადში ორჯერ - ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქალაქებში მართავს. სხდომა, რომელზეც მე-4 სარკინიგზო პაკეტის მიმდინარეობა განიხილება, ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოში - საქართველოში წელს პირველად იმართება. თბილისში CER-ის შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნის რკინიგზების ევროპული მიმართულების დირექტორები ესწრებიან. შეხვედრის თავმჯდომარე CER-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანია. სხდომა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. "დღეს საქართველოს რკინიგზა მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. ჩვენ ამით ძალიან ამაყები ვართ, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც CER-ის ფორუმი ევროკავშირის ფარგლებს მიღმა ტარდება. ეს იმის ინდიკატორია, რომ ჩვენ ვხვდებით ევროპული ოჯახის ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2012 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ნაწილი გახლავთ გარკვეული დირექტივების იმპლემენტაცია. ტრანსპორტის ნაწილში ამას ეწოდება მე-4 პაკეტი, ის კი 8 ქვეპუნქტისგან შედგება. საქართველოს რკინიგზას უკვე საკმაოდ ხელშესახები პროგრესი აქვს აღნიშნული დირექტივების დანერგვის ნაწილში და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ 4 პაკეტის განხილვას შეეხება", - განაცხადა დავით ბახტაძემ. როგორც CER-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიბორ ლოხმანმა აღნიშნა, შეხვედრაზე არა მხოლოდ შიდა, არამედ საერთო საკითხებზეც ისაუბრებენ, რომლებიც პარტნიორებს აინტერესებთ. "პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს რკინიგზა CER-ის პარტნიორია, რადგან ჩვენ გვჭირდება კარგი თანამშრომლობა არამხოლოდ ევროკავშირის წევრ, არამედ არაწევრ ქვეყნებთანაც, რომლებსაც აქვთ ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რკინიგზა განვითარდეს, რადგან ის ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ თბილისში ვართ. გახლავართ იმისთვის, რომ გავესაუბროთ ჩვენ კოლეგებს საქართველოს რკინიგზიდან. ჩვენ ასევე შევძლებთ განვიხილოთ არამხოლოდ ჩვენი შიდა საკითხები არამედ, ის საერთო საკითხები რომლებიც ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს აინტერესებს", - აღნიშნა ლიბორ ლოხმანმა. შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სალუქვაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან. შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ სხვადასხვა დირექტივებისა და რეგულაციების შესრულების ვალდებულება აიღო. მათ შორის, 8 დირექტივა, საქართველოს რკინიგზას ეხება. შეხვედრები, რომელიც 20-22 ივნისს თბილისში იმართება, ევროპის რკინიგზების ადმინისტრაციებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საუკეთესო პლატფორმაა. რაც შეეხება CER-ს, მისი მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის წევრი რკინიგზებისა და კომპანიების ინტერესების ევროკავშირის ტერიტორიაზე მხარდაჭერა. ორგანიზაციის სლოგანია "ევროპული რკინიგზების ხმა" და ის ევროკავშირში რკინიგზების ომბუდსმენია. CER-ი, რომლის წევრი საქართველოს რკინიგზაა, კომპანიას გამოცდილებას როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით უზიარებს. (R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)