21:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 10:53:00, 2666 ნახვა

მსოფლიო
ტერეზა მეი: ლონდონის პოლიცია მომხდარ შემთხვევას „პოტენციურ ტერორისტულ თავდასხმად“ განიხილავს

ლონდონის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა დანიშნა.

BBC-ის ინფორმაციით,  პრემიერმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველები მომხდარს „პოტენციური ტერორისტული თავდასხმად“ განიხილავენ.

ცნობისთვის, „ფინსბერი პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, 8 ადამიანი კიდე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო მომხდარს ისლამურ საზოგადოებაზე გამიზნულად განხორციელებულ თავდასხმად აფასებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics