23:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:43:29, 2075 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
ვოლსკი: უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უწყებებს არ ჰქონდეთ ცდუნება, ნარკოტიკებით ადამიანებზე ზეწოლა მოახდინონ

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პაკეტი, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მათთვის ვინც მარიხუანაზეა დამოკიდებული.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, ახალი კანონის მიღებამდე, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ვალდებულია მარიხუანასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები განახორციელოს.

„საზოგადოებამ უნდა გაიგოს მყარად და მკაფიოდ - უმრავლესობას გვაქვს აზრი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, მაგრამ ამპლიტუდა მიდგომების განსხვავდება დეპუტატებს შორის. ამიტომ, ველოდებით ახალ პაკეტს, რომელიც ჩამოაყალიბებს ახალ მიდგომებს სახელმწიფოში. ნურავის ექნება ილუზია, ამ კანონს მივიღებთ და ლიბერალიზაციის ისეთი ხარისხი შემოვა, რომ პასუხი არავის მოეთხოვება. არსებობს საჯარიმო სანქციები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პაკეტი, რომელიც მზადდება, ითვალისწინებს საკმაოდ სერიოზულ შეზღუდვებს, მათთვის ვინც არის დამოკიდებული მარიხუანაზე. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ძალოვან უწყებებს არ ჰქონდეთ ცდუნება რომ ამით დააშანტაჟონ და მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში მწვავე მსჯელობაა მოსალოდნელი. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული პაკეტის ინიცირება, წინასწარი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიისთვის იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics