|
2017-06-16 14:38:49, 2230 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
გიორგი გახარია ბორჯომის ალუმინის ქილებში ჩამომსხმელი ახალი ხაზის გაშვებას დაესწრო
ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში ახალი საწარმოო ხაზი ამოქმედდა, რომლის გაშვებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრო. გიორგი გახარიამ იტალიური კომპანია CFT-ის მიერ წარმოებული ჩამომსხმელი ხაზი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტორთან, ზაზა კიკვაძესთან ერთად დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. ახალი ხაზი, რომელიც ბორჯომს 0.33 ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოასხამს, სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიამ ინოვაციური პროექტი 5 მილიონიანი რეინვესტიციის საფუძველზე განახორციელა. „კომპანია „ბორჯომი“ ქმნის ახალ სტანდარტს საერთაშორისო ბაზარზე მინერალური წყლის მარკეტინგის მიმართულებით, დღეს ჩვენ ვნახეთ და გავხსენით ახალი პროდუქციის ხაზი, რომელიც ჩამოასხმას ბორჯომს ალუმინის ქილებში. რთულია ბორჯომს ინოვაციური დაუძახო, მაგრამ ამ პროდუქტის მიწოდება და მარკეტინგი არის აბსოლუტურად ინოვაციური. არ არის იმის ახსნა საჭირო, რას ნიშნავს კომპანია „ბორჯომი“ ქართული ექსპორტისა თუ ეკონომიკისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ახალი პროდუქტი ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის წარმატებას, ასევე ქართულ ექსპორტს. მართლაც კარგი პროდუქტია და დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებებლიც სათანადოდ შეაფასებს ალუმინის ქილაში ჩამოსხმულ ბორჯომს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ზაზა კიკვაძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება ინოვაციური პროექტების განხორციელებაა, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ „ბორჯომის“ ახალი, ინოვაციური შეფუთვაა. „კვლევები, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, ცხადყოფდა, რომ ბაზარზე მოთხოვნა იყო ასეთ შეფუთვაზე. ჩვენ ვუპასუხეთ მომხმარებლის მოლოდინებს და დღეს „ბორჯომი“ ალუმინის ქილაში უკვე წარმოებაშია. ალუმინის შეფუთვა გაცილებით ახალგაზრდა 20 – 30 წლის ასაკის მქონე მიზნობრივ აუდიტორიაზეა გათვლილი“, – აღნიშნა ზაზა კიკვაძემ. მისივე თქმით, ეს ინოვაცია კომპანიას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მიწვდეს და ამით საქართველოს მინერალური წყლის ბაზარზე ახალი სტანდარტები დაამკვიდროს. „მოგეხსენებათ, მინერალური წყალი „ბორჯომი“ სახელგანთქმული ქართული ბრენდია. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბრენდის განვითარებაზე და ვცდილობთ, წარმოებაში დავნერგოთ ახალი ტრენდები, რათა საწარმოო პროცესიც და ჩვენს მიერ წარმოებული ბრენდებიც სრულად პასუხობდნენ არსებულ გამოწვევებსა და მსოფლიოში დამკვიდრებულ უმკაცრეს სტანდარტებს. ცხადია, ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ინოვაციების მიმართულებით მუშაობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის განვითარებას“, - აღნიშნა „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ. მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომი“ არასტანდარტული და ექსკლუზიური შეფუთვით, 0.33 ლიტრიანი ე.წ. „სლიქ“ ალუმინის ქილა, გაყიდვაში მალე გამოჩნდება. (NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)