01:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 13:27:31, 2279 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნილს სკოტი: სასიამოვნო სიურპრიზი იყო ის ერთიანობა, რაც Birja Mafia-ს საქმეზე საზოგადოებამ გამოხატა

საქართველოში გაერო-ს ელჩმა ნილს სკოტმა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერა დადებითად შეაფასა. 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან, საქმეზე პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.  

„ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის ის ერთიანობა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებამ გამოხატა. დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ ყველა მოქალაქის მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულების საკითხებს. 

პროცესები აუცილებლად სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებაში გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, სწორედ ამის წინააღმდეგ გაერთიანდა საზოგადოება. ველოდებით გამოძიების შედეგებს და დარწმუნებული ვართ, რომ ამიერიდან ეს პროცესები სრულიად გამჭირვალე იქნება“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია სააპელაციო სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. მიხეილ მგალობლიშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარი, ხოლო გიორგი ქებურიას 20 ათაში ლარი განესაზღვრა. მათ ბრალად ნარკოტიკული ნივთიერების მდმა-ს შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათი დაკავება ვიდეო კლიპს უკავშირდება, სადაც მათ პოლიციელი გააშარჯეს. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნარკოტიკი მას "ჩაუდეს". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics