|
2017-06-12 14:27:21, 2033 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია „ბირჟა მაფიას“ საქმეზე: სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ დანაშულთან გვაქვს საქმე
„სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც „ქართული ოცნება“ მთელ სამართლებრივ სისტემას, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და პირადი სიმპათიებისთვის იყენებს, ეს არ არის ახალი“,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ "ბირჟა მაფიას" საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სასამართლო სისტემა ემსახურება არა სამართლას, არამედ პოლიტიკურ ჯგუფს. ,,ჩვენ გვახსოვს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე კალაძეს დასჭირდა ნარკოტიკის ჩადება იმიტომ, რომ გაეყვანა მისთვის სასურველი ადამიანი. ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც მთელი სასამართლო სისტემა და კანონი ემსახურება არა სამართალს, არამედ პოლიტიკურ ჯგუფს. დღეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა გვაქვს, როდესაც წესიერი, კეთილსინდისიერი მოქალაქე ისჯება აზრის გამოხატვისთვის იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა. ყველა ის უპასუხისმგებლო და ფარისევლური განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრისგან, ვიცე-პრემიერისგან, ბერასგან ეს არის მცდელობა, რომ კი არ მოგვარდეს პრობლემა, არამედ ისპეკულირონ ამ სიტუაციით. აქ მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ცვლილება არ არის საკმარისი რა თქმა უნდა ეს აუცილებელია და ხუთი წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და შეეძლოთ ეს აქამდე გაეკეთებინათ.აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთლიანად ფუნდამენტურად შეიცვალოს დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ გუნდს. უპირველესი ამოცანა რა თქმა უნდა არის ამ ადამიანების ციხიდან გამოყვანა. გამოსვლა არ არის საქმის დამთავრება. მათ უნდა მოეხსნათ ყველანაირი აბსურდული ბრალდებები და სამაგალითოდ დაისაჯოს ის დამკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ასე დასაჯოს წესიერი მოქალაქე. თუ არ დაესმება წერტილი ამ სისტემას, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მძიმე შემთხვევები ადამიანის უფლებების გათელვის,’’ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)