|
2017-06-06 10:49:06, 1416 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის გამჭვირვალედ არჩევის პროცესი უზრუნველყოს
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი წევრის გამჭვირვალედ და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული არჩევის პროცესი უზრუნველყოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი წევრის არჩევას. „აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საბჭოს წევრთა არჩევის გამჭვირვალე და პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებულ პროცესს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომლითაც წარადგინა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტი. გამჭვირვალობის და პროფესიული შერჩევის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო წინადადება, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებდა შემდეგს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ ხედვის დოკუმენტების წარდგენა, წამყვანი კომიტეტის მიერ საბჭოს წევრებთან გასაუბრების წესის შემოღება. კომიტეტის სხდომაზე დაინტერესებული პირების დასწრება და შეკითხვების დასმის უფლების განსაზღვრა, საბჭოს წევრობის კანდიდატების ბიოგრაფიული მონაცემებისა და ხედვის დოკუმენტების გამოქვეყნება პარლამენტის ვებ-გვერდზე, დაინტერესებული პირებისაგან კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღება, საბჭოს წევრობის კანდიდატების საკითხის განხილვის შედეგად კომიტეტის მიერ შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის მომზადება. საიას საკანონმდებლო წინადადება განხილული იყო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომებზე. მართალია, საკომიტეტო განხილვის დროს პარლამენტის წევრებმა გაიზიარეს საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურების დახვეწის საჭიროება და მოიწონეს წარდგენილი წინადადება, თუმცა, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს იმის გამო, რომ ამ დროისთვის უკვე არსებობდა ინფორმაცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან ამავე საკითხზე ინიციატივის არსებობის შესახებ და საპროცედურო საკითიხთა კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს დალოდებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივას. მაისის ბოლოს გამოიცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აქტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი წევრის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე. გაირკვა, რომ საბჭოს წევრთა არჩევის წესის დახვეწის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოესწრო და პარლამენტი შეუდგა საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურის ჩატარებასმოქმედი ხარვეზიანი წესით(მოქმედი წესი არ ითვალისწინებს საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენასაც კი საკომიტეტო ფორმატში). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისგამჭვირვალე, კანდიდატების კომპეტენციებსა და კეთილსინდისიერებაზედაფუძნებული შერჩევის პროცესი.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს დაკომპლექტებისას გათვალისწინებულ იქნას გენდერული თანასწორობის საკითხები“,-აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, იუსტიციის საბჭოს წევრთა პროფესიულ შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევა გათვალისწინებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. „ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ ბოლო წლებში არსებული სერიოზული კრიტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მაღალია საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღირსეული წევრებით დაკომპლექტების საქმეში“,-ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. განცხადებას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანია უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)