|
2017-06-05 18:32:22, 1982 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზი-სმიტს უმასპინძლა. კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, „არაღიარების პოლიტიკის“, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა ძირეული რეფორმები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, 40-მდე კანონში ცვლილებები შევიდა და მინისტრის 350-ზე მეტი ბრძანება გამოიცა. „სამინისტრო განაგრძობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მშენებლობის მიზნით. სამინისტროს ინიციატივაა 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკისათვის შესაბამისი პროგრამებით, რომლებიც საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ჯასტინ მაკენზი-სმიტს განცხადებით, სამომავლოდ გამოცდილებათა გაზიარების უზრუნველსაყოფად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორიელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, მჯერა, რომ საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე მეტყველებს, ის, თუ როგორ ექცევა ქვეყანა მსჯავრდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელთაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე“, - აღნიშნა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში. (NS)
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)