|
2017-06-02 17:29:15, 2120 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს მეათე შეხვედრა
31 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეათე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო ანტერპრენიორი გიორგი ქანანაშვილი, რომელმაც „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“ ისაუბრა. ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი. „ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო სპიკერის მრავალმხრივი გამოცდილებით როგორც უძრავი ქონების და ფინანსური მომსახურებების სექტორში, ასევე გადმოცემის გამორჩეული უნარით. მინდა, გამოვიყენო საშუალება და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო კოპმანია „ინსორსს“ მოწვეული სტუმრების შერჩევაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის. ყოველი შეხვედრა თავისებურად გამორჩეუული და საინტერესოა“, - აღნიშნა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ანანო ქორქიამ. ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ: - ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე” - გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - „ინოვაციების მართვა“ - ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“ - დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“ - ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ - პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“ - თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“ - გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი” - საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“.
(R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)