|
2017-05-31 12:22:14, 1946 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia“ უმასპინძლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს, პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia"-ს უმასპინძლებს. ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John's, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit'n'Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისოსასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა. ამასთანავე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ამასთანავე, მკაფიოდ წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ორდღიან გამოფენასთან ერთად საქართველოში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში. გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ექსპო ჯორჯიას პავილიონის შესასვლელში, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „BUYBRAND Transcaucasia"-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.buybrandexpo.com/en/tbilisi/
(NS)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)