03:46 - 11 Jun, 2026
|
2015-04-16 14:50:41, 441 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა თავისუფლების მონუმენტი ყვავილების თაიგულებით შეამკეს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში გრძელდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან ანდრის ბერზინშსთან ერთად, თავისუფლების მონუმენტს პატივი მიაგო და ყვავილების თაიგულით შეამკო. ქვეყნის პირველმა პირმა და ქართულმა დელეგაციამ კულტურული ღონისძიებების ფარგლებში 1940-1991 წლების ლატვიის ოკუპაციის მუზეუმიც მოინახულეს. გიორგი მარგველაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღესვე ლატვიის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს და აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორს ვენტა კოცერეს ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)