17:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 12:13:07, 2992 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო - სახაზინო ადვოკატები საქმეში დარჩნენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო.

მამა გიორგი მამალაძემ გამოთქვა სურვილი, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები საქმეში დარჩენილიყვნენ. აღნიშნულს დაეთანხმა დაცვის მხარე და მოსამართლის გადაწვეტილებით, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები საქმეში დარჩნენ.

შესაბამისად, მათ დროს სჭირდებათ მოსამზადებლად. ამ გარემოების გათვალისწინებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომა 9 ივნისამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, 19 მაისს,  მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი, ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა.

რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics