15:45 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 13:04:32, 2896 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.

დელეგატებმა დოკუმენტს კენჭი დღეს უყარეს. დეკლარაციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის თითქმის ყველა წევრმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში დამატებები შევიდა, რომელიც პლენარულ სხდომაზე, ქართულმა მხარემ წარადგინა. კერძოდ, შესწორება მე-18 მუხლს ეხებოდა, სადაც საუბარია რუსეთის მიმართ მოწოდებებზე, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორები დაუშვას.

დოკუმენტის ავტორი შესწორებას დაეთანხმა და მასში იქნება ჩანაწერი - „უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“.

პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან დეკლარაციის მიღება საქართველოს მიმართ სოლიდარობის მაჩვენებელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics