18:49 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 18:41:45, 1777 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

საქართველოს ტერიტორიაზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 27-28 მაისს +26 გრადუსი სითბო იქნება, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, 29 მაისს +29 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში  წვიმა და შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.

უშუალოდ, დედაქალაქ თბილისში 27 მაისს +23 გრადუსი და წვიმა ელჭექით იქნება, 28-29 მაისს ასევე ხანმოკლე წვიმა ელჭექით და +24 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 27 მაისს +25 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 28 მაისს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმას და +22 გრადუსს პროგნოზირებენ, 29 მაისს  ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში 29 მაისის ჩათვლით, უმეტეს ადგილას წვიმაა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics